Saturday, April 8, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე  ჩვეულებისამებრ დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. გავიმეორეთ პროექტის პრეზენტაციის ეტაპები. თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტი და დავასახელეთ პროექტის მიზნები ეტაპები და პროცედურები. ვიმუშავეთ ბლოგში. თეორიულ მასალასთან ერთად გავეცანით პროექტის პტექტიკულ ნაწილს.კმაყოფილი ვარ ინტელის სასწავლო კურსით. ამ ტრენინგმა ბევრი მასწავლა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ბევრი ვისწავლეთ ,შევიძინეთ ცოდნა. კვლავ ვისურვებდი ქ- ქეთინოსთან ტრენინგის გავლას , რა თქმა უნდა შესაბამისი თემებით . გმადლიბთ ქ-ნო ქეთინო.

Sunday, April 2, 2017

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე დაიწყო წინა დღის მასალის გამეორებით.შევამოწმეთ, ჩავამატეთ გამორჩენილი მასალა ჩვენი პროექტის გეგმას.ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა.გადავხედეთ  პორტფოლიოს და შევამოწმეთ ჩვენი ნამუშევარი. ჩვენი საქაღალდე გადავიტანეთ  დრაივზე, მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ ბლოგზე. დღევანდელი დღე დახუნძლული იყო ახალი საინტერესო მასალით .


Saturday, April 1, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე დაიწყო გამეორებით. დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე,სადაც ვნახეთ მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის დამხმარე. გავხსენით სურათები,აუდიო,ვიდეო. დავათვალიერეთ შეფასების საქაღალდე, გავხსენით თითოეული თემის გეგმა და რესურსები. დღემ წარმატებით ჩაიარა ბევრი ვისწავლეთ და გავიგეთ რისთვისაც მადლობას გიხდით.